წესები და პირობებიზოგადი პირობებიწინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს “აი დეველოპმენტს“ შორის (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების(შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.
შპს „აიდეველოპმენტი“ statuso.ge ვებ-გვერდის საშუალებით მომხმარებელს სთავაზობსპროდუქციის ყიდვის შესაძლებლობას წინამდებარე
„წესებით და პირობებით“განსაზღვრულიპირობებით.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურსკომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითკომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულიადაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაციაუფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებსმუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული შესაბამისად.
ტერმინთა განმარტებაწინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრულიმნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არგამომდინარეობს:
გამოყენების წესები - აღნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთანერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილადდა რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენებისსაკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან დამომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე;
ვებგვერდი- ნიშნავს ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს “statuso.ge”
კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „აი დეველოპმენტს“, რომელიც რეგისტრირებულია დაარსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 400232333, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რ-ნი, მუხრანის ქ. 49.
კომპანიის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებულისხვადასხვა მომსახურებები: რეალიზაციის/მომსახურების განთავსებისა და მიწოდების სერვისი, რეკლამა, საკურიერო სერვისი და სხვა.;
მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ - ნიშნავს მომხმარებელს
- მყიდველს (ფიზიკურ ანიურიდიულ პირს) ცალ-ცალკე და ერთად;
გამყიდველი - შპს „აი დეველოპმენტი“
მხარეები- ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
მესამე პირი- ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის და მომხმარებლისა.
ნივთი/მომსახურება- გამყიდველის საკუთრებაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება ანმომსახურება, რომელიც განთავსებულია კომპანიის პლატფორმაზე შემდგომი რეალიზაციის ანგაქირავების მიზნით.
პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვისგარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვაალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერმომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულმომსახურებებთან დაკავშირებით;
საკონტაქტო ინფორმაცია- მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონისნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ოპერაცია- მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გამოყენებით მის პირადანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
უნივერსალურიიდენტიფიკატორები- მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებულიმონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონულიფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა იგი უთითებსიდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიისმომსახურებებით;
ხელშეკრულება- მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიცმოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.
ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილიდოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ანსხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით.
სადაცკონტექსტიამისსაშუალებასიძლევა, მხოლობითირიცხვისაღმნიშვნელისიტყვებინიშნავსმრავლობითსდაპირიქით.- განცხადებები და გარანტიები
წინამდებარეწესებსადაპირობებზეთანხმობით, მომხმარებელიადასტურებს და ეთანხმება, რომ:- მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიისდასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს;
- არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ანფიზიკური პირი, რომელსაც ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად გააჩნიასრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშდა არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვააკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულადაცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგანგამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
- მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვახელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
- მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;
- მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციისკანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნისკანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახისუკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსაან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
- პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელიპერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
- მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარისმოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მისსაფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთისარსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
- იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით დაპირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
- მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ისშესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
- ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითადპროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდებასაავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
- არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნურიინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
- არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენებისპირობებსა და სტანდარტებსა;
- არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
- არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
- შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენისერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
- მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატურისაშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციისშეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხმარებელსკომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.
- იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ანჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდებისმიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლებაგამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არწარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთმესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ(ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტესდა არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთიმონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრებაპასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერიელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობისთაობაზე.
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
- მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
- მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ანშეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
- მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციისსიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
- პორტალზე განთავსებული ნივთთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე.
- მომხმარებლის მიერ პორტალზე განთავსებული ნივთის/მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვეპლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
- მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
- პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
- შეკვეთის/ორდერის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე.
- კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა დავალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლითგათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევასაკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებითგათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურებისგაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
- კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლებამოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმეხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედკანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
- მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებსშესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
- ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების პროცედურა და დაბრუნების პოლიტიკა
- ნივთის/მომსახურების შერჩევა და შეკვეთის განთავსება
- მომხმარებელი ვებგვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მასშეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციისღილაკების მეშვეობით.
- მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვისსასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
- პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდებაანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოსსხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
- მომხმარებელი კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციისმიღებას შეძლებს ვებგვერდზე წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესებისმიხედვით.
- მომხმარებელი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილიანგარიშებიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების ჩაბარებიდან 05 კალენდარული დღის შემდეგ გამოვლენილ რაიმესახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში. 5 კალენდარული დღის განმავლობაში თუ შეძენილი ნივთი არ ფუნქციონირებს მომხმარებელს უფლება აქვსისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით და მიიღოს სანაცვლოდ ახალი ანალოგიური ნივთი. თანხის დაბრუნება გათვალისწინებული არ არის.
- მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმის საშუალებით არჩეული ნივთიშეძენილად ითვლება და მომხმარებელს ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცემამას შემდეგ, რაც ეს ნივთი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერგანსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება.
- კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარიმიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებულიტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
- ანგარიშსწორების წესი
- მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით.
- საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია
- მომხმარებელი (მყიდველი) ანაზღაურებს შეძენილი ნივთის/მომსახურების, საკურიერომომსახურებისა და მის მიერ არჩეული სხვა სერვისის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამურ ღირებულებას.
- კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემისგადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
- მომხმარებელის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცამომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება და მასზე დარიცხულისაკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
- მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:
- ბარათით კომპანიის პორტალზე/ვებგვერდზე.
- საბანკო გადარიცხვით
- ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან.
- საგარანტიო პირობები
- საგარანტიო ვადა შეადგენს 5 დღეს ნივთის მიღებიდან
- გარანტია არ მოქმედებს თუ
- სტატუსოს ბარათი ფიზიკურად არის დაზიანებული
- კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არამომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
- ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვითდა წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვადაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ანსერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობასაღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და მომსახურება იქნება მუდმივადხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშესახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერიდანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებულიარის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ანმიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშევრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე დაგულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთისარსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშესახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა დაზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერპლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არისპასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეცგადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.
- თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირისწინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
- თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნისკომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებსგამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერპლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ანნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგებისდაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არანაზღაურდება;
- თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელიმოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივუნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიასასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიისმითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
- წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენისთანავე
- ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივითნებისმიერ დროს.
- მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარიწერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ამხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინებისკომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულადდაფაროს კომპანიისა და გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთისარსებობის შემთხვევაში).
- მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
- წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად;
- მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა დაუთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკებისწარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქოსასამართლო.
- კონფიდენციალობის პოლიტიკა
- გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ჩვენსვებგვერდზეშესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანითდა ეთანხმებით და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
- კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულწვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთასაშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა დადამუშავებას.
- კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასადა გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემებისდისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არისპასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზეამ მონაცემების მიწოდების დროს.
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთამომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.
კომპანიის ოფიციალური შეტყობინების ხაზი:ელ-ფოსტა: info@statuso.geTel: მომსახურების ცენტრი 591649111